00:30
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა საზღვარზე ქართველი სამხედროების რაოდენობის გაზრდით შეშფოთებულია

08:36 | 09/ 03/ 2009

თბილისი, 9 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. სამხრეთოსური სოფლის გრომის მოსახლეობა. რომელიც ადმინისტრაციულ საზღვარზეა განლაგებული, შეშფოთებას გამოთქვამს სოფლის განაპირას ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, განაცხადა შაბათს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის უფლებამოსილმა პირმა ადამიანის უფლებების საკითხებში დავით სანაკოევმა.

უკანასკნელი დღე–ღამის განმავლობაში, ქართულ სოფელ აძვის სიახლოვეს არა ნაკლები 20 ერთეულმა ჯავშანტექნიკამ და დაახლოებით 50–მა შეიარაღებულმა პირმა მოიყარა თავი, – დავით სანაკოევის სიტყვების ციტირებას ახდენს სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის საიტი.

სანაკოევმა აღნიშნა, რომ ამჟამად ოსური მხარე ელის „კონკრეტულ ქმედებებს ევროპელი დამკვირვებლებისგან, რომლებიც თავისი მანდატის თანახმად, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საომარი მოქმედებების არ განახლების გარანტიას წარმოადგენენ“.

სამხრეთოსურმა ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა, რომ „უახლოეს საათებში სიტუაცია განიმუხტება“.

პარასკევს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს–სამსახურმა განუცხადა „რია ნოვოსტის“, რომ ამჟამად ევროპელი დამკვირვებლების პასუხისმგებლობის ზონაში 35 ქართული შეიარაღებული საგუშაგოა განლაგებული. საერთო ჯამში კონფლიქტის ზონაში ქართული მხრიდან 2,5 ათასი შეიარაღებული პირი იმყოფება.

26 აგვისტოს რუსეთმა თვითგამოცხადებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან საელჩოების დონეზე რუსეთმა 9 სექტემბერს დაამყარა. საქართველომ რუსეთს ტერიტორიის ანექსიასა და ოკუპაციაში დასდო ბრალი და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. პარლამენტმა რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის კონფლიქტურ ზონებში, საოკუპაციოდ და უკანონოდ გამოაცხადა.
 
სამხრეთ ოსეთის სეპარატისული ხელისუფლების მონაცემებით, აგვისტოს მოვლენების დროს დაიღუპა ათას ხუთასზე მეტი ადამიანი, თუმცა რუსეთის ფედერაციის პროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა სეპარატისტული რესპუბლიკის 162 მცხოვრებლის და 48 რუსი სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის 10 მშვიდობისმყოფელის სიკვდილი.

დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის ნატოს წევრმა ქვეყნებმა სამხრეთ ოსეთში საომარი ქმედებების გამო მწვავედ გააკრიტიკეს რუსეთი და ის ძალაის არაპროპორციულ გამოყენებაში დაადანაშაულეს.

თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ფაქტიურად აღიარა, რომ საქართველო ასევე პასუხისმგებელია რეგიონში სიტუაციის გამწვავებაზე. კერძოდ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ომსა და მის ჰუმანიტარულ შედეგებზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ რუსეთსა და საქართველოს. ––0––



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება