06/03/2009 18:04
თბილისი, 6 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”/. 6 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოში თედიაშვილის ოჯახს სადაზღვევო პოლისები გადასცა.
”დიდხანს ვფიქრობდი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადამიანებმა, მსოფლიო კრიზისის პირობებში, თავი დაუცველად არ იგრძნონ. ჩვენ სამედიცინო დაზღვევის ისეთი სისტემა მოვიფიქრეთ, რომელიც, ერთი მხრივ, ძვირი არ იქნება, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანებს დაცულს გახდის”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა, რომლის ინციატორიც მიხეილ სააკაშვილი იყო, 2 მარტიდან დაიწყო. 5-ლარიანი დაზღვევის პროგრამის მიხედვით, მოსახლეობა 1,75 ლარს გადაიხდის, ხოლო მთავრობა დანარჩენ თანხას - 3,25 ლარს დაფარავს. -0-
|
|||||||||