Rambler's Top100
RIA Novosti

კონსერვატორები საქართველოს კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივლებენ

06/03/2009 17:53

თბილისი, 6 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. უახლოეს დღეებში საქართველოს კონსერვატიული პარტია კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს, რომელმაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში განთავსებისთვის ხელოვნების მუზეუმიდან გამოჩენილი ქართველი მხატვარ-პრიმიტივისტის ნიკო ფიროსმანის სურათის ”გიორგობა ბოლნისში” გატანის ნებართვა გასცა. ამის შესახებ პარტიის პრეს-სპიკერმა მიმი გაბრიჩიძემ 6 მარტს ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, ნახატი მათ მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამი თვით გადაეცათ.

კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ ”მუზეუმების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად: ”საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილში შესული სამუზეუმო ნივთი და კოლექცია გასხვისებას არ ექვემდებარება …საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი კოლექცია განუყოფელია.”

”შესაბამისად, სახელმწიფო მუზეუმიდან ფიროსამანის ნამუშევრის გატანა მინისტრის ბრძანების საფუძველზე ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს”, - განაცხადა გაბრიჩიძემ.