00:31 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 4 მარტი /”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი/. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ეკონომიკური სტიმულირების პროგრამას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს ვაგონშემკეთებელი ქარხნის კოლექტივთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. პრეზდენტის თქმით, სტაბილურობისა და მშვიდობის პირობებში საქართველოს საკმარისი რესურსები გააჩნია ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და გაძლიერებისთვის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი საქართველოში არ დანგრეულა საფინანსო და საბანკო სისტემა, დროულად რიგდება პენსიები და ხელფასები ეროვნული ვალუტის – ლარის კურსი სტაბილურია“. „თუმცა, ეს საკმარისი არ არის, იმისათვის, რომ ჩვენმა ხალხმა შვებით ამოისუნთქოს“, – აღნიშნა ამასთან პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა საქარველოს მოსახლეობას ამცნო, რომ მთავრობა ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და არსებული საინვესტიციო პროგრამების გაგრძელების მიზნით ეკონომიკურ დიპლომატიას ხელმძღვანელობს. „სადაც წავალთ, ფულიც იქედან უნდა ჩმოვიტანოთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ––0–– |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||