26/02/2009 11:58
თბილისი, 26 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი/. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”ოქროს საწმისის” ორდენით თურქეთის სახელმწიფო მინისტრი ქურშად თუზმენი და თურქი ბიზნესმენი დააჯილდოვა, რომელიც ბათუმში სასტუმრო კომპლექს ”ჰილტონს” აშენებს.
დაჯილდოების ცერემონია ბათუმში გაიმართა.
ბათუმში შეხვედრაზე სააკაშვილმა და თუზმენმა თურქულ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.
თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი აღნიშნეს, რომლებიც თურქეთთან ერთად ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სხვა სფეროებში ხორციელდება.
თურქეთის სახელმწიფო მინისტრი თბილისში 24 თებერვალს ქართულ-თურქულ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, სადაც დაახლოებით 100 თურქული ბიზნეს-კომპანია იყო წარმოდგენილი. -0-
|
|||||||||