23:40
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

სოფელ მშვენიერის მცხოვრებლებმა თბილისში, კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს

19:07 | 18/ 02/ 2009

თბილისი, 18 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”, თეონა ხმელევსკი/. 18 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ მშვენიერის მოსახლეობამ კანცელარიის შენობასთან აქცია გამართა და რაიონული ადმინისტრაციის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტა.

სვანები, რომლებიც სვანეთში სტიქიური უბედურების შემდეგ სოფელ მშვენიერაში ჩაასახლეს, აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემული მიწების გაყიდვას აპირებენ.

აქციას ასევე ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

”მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოვიდნენ საკუთარი კაბინეტებიდან, გაერკვიონ კონკრეტულ რაიონებში არსებულ ვითარებაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება - რომელი მიწები გაყიდონ და რომელი - არა”, - განაცხადა ალიანსის ”ახალი მემარჯვენეები - რესპუბლიკელების” წევრმა მანანა ნაჭყებიამ. -0-

 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება