21:52
рус | geo
 
11/03/2010
Rambler's Top100

აფხაზეთში რუსი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილის შესახებ განცხადებას უარყოფენ

08:57 | 02/ 02/ 2009

თბილისი, 2 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”/. გალის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსმა ლაურენს კოგონიამ უარყო ქართული მედიის მიერ გავრცელებული განცხადება, ამ რაიონში რუსი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილის შესახებ.

„არანაირი დაღუპული სამხედრო მოსამსახურე არ არის, მე სპეციალურად გამოვითხოვე ინფორმაცია ამის თაობაზე, გალის რაიონში არანაირი ინციდენტი არც გუშინ, არც დღეს რუს სამხედროებს არ შემთხვევიათ“, – განუცხადა კოგონიამ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ტელეფონით.

კვირას ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალის რაიონში, წყლიან ორმოში ჯავშანტრანსპორტიორის ჩავარდნისას ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა.

„ეს ქართული მასმედიის მხრიდან მორიგი დეზინფორმაციაა“, – განაცხადა კოგონიამ. ––0––



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება