00:12
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

პრესკონფერენცია: ”ვინ გადაარჩენს საქართველოს ასტრონომიას?”

09:55 | 20/ 01/ 2009

22 იანვარს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია ”ვინ გადაარჩენს საქართველოს ასტრონომიას?”.

2008 წლის 19 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელი ასტრონომიის საერთაშორისო წლად გამოაცხადა. მან ”იუნესკო” წამყვან დაწესებულებად და მისი ჩატარების კოორდინატორად დანიშნა. ამასთან დაკავშირებით 15 იანვრიდან ”იუნესკოში” ასტრონომიის საერთაშორისო წელს სტარტი მიეცა.

2009 წლის განმავლობაში მრავალრიცხოვანი ღონიძიება ჩატარდება, რომელიც მიმართული იქნება ასტრონომიულ მეცნიერებათა მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ახალი ცოდნის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობისკენ. ასტრონომიის საერთაშორისო წლის მსვლელობისას აღინიშნება ასევე პირველი დაკვირვებების 400 წლისთავი, რომელიც გალილეიმ ასტრონომიული ჭოგრიტის - ტელესკოპის საშუალებით აწარმოა. 

22 იანვარს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში წამყვანი ქართველი მეცნიერ-ასტრონომები ჟურნალისტებს საქართველოში ასტრონომიის განვითარების თაობაზე საკუთარ გეგმებს გაუზიარებენ, ასევე ქვეყანაში ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ მოუთხრობენ.

კონფერენციია მონაწილეები არიან:
- როლან კილაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ყოფილი დირექტორი;
- ჯუმბერ ლომინაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ყოფილი დირექტორი;
- გია ჯავახიშვილი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მოქმედი დირექტორი.

ვიდეოხიდი გაიმართება მისამართზე: თბილისი, ძმები კაკაბაძეების, 2 ”კინოს სახლი”, მე-5 სართული.
ტელეფონები: (+995 32) 44-18-35; 8 (95) 30–30-42, 8 (93) 75-03-49. -0-



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება