00:41
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

”ტარტუ როკის” ქართველმა კალათბურთელებმა სამარაში თამაშზე გასამგზავრებლად ვიზები მიიღეს

08:26 | 25/ 11/ 2008

თბილისი, 25 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ესტონური საკალათბურთო გუნდის ”ტარტუ როკის” ქართველმა ლეგიონერებმა გიორგი ცინცაძემ და ვიქტორ სანიკიძემ პარასკევს ტალინში რუსეთის ფედერაციის საელჩოში მიიღეს ვიზები სამარაში მატჩზე გასამგზავრებლად, - განუცხადეს სააგენტო ”რია ნოვოსტის” რუსეთის ფედერაციის საელჩოში. 

ხუთაშაბათს ესტონურმა მასმედიამ მკითხველებს აუწყა, რომ საკალათბურთო გუნდი ”ტარტუ როკი” რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან მის წამყვან ქართველ მოთამაშეებს ვიზებს არ აძლევენ სამარაში გასამგზავრებლად ”გამოწვევის თასზე” ადგილობრივ კლუბთან სათამაშოდ, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება.

გუნდი მენეჯერის მეელის პასტაკის თქმით, რუსეთმა ვიზების გაცემაზე უარი  რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობით ახსნა.

წამყვანი მოთამაშეების გარეშე გუნდის მწვრთნელები და ხელმძღვანელები რუსეთის კლუბთან მატჩში თამაშზე უარის თქმასაც კი აპირებდნენ, რასაც ევროთასზე ”ტარტუ როკის” მონაწილეობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა.

ესტონური კლუბის ხელმძღვანელობამ  თხოვნით მიმართა რუსეთის ფედერაციის კალათბურთის ფედერაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა დახმარება გაეწიათ სიტუაციის მოგვარებაში. საქმის კურსში იქნა ჩაყენებული საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციაც (ფიბა). პარასკევს რუსეთის მხარემ დადებითაც გადაწყვიტა საკითხი ვიზებთან დაკავშირებით.

”ტარტუ როკის” კალათბურთელები რუსეთში ორშაბათს დილით გაემგზავრნენ. –0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება