00:10
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

უახლოეს თვეში კავკასიაში შესაძლოა ახალი მიწისძვრები მოხდეს

16:13 | 13/ 10/ 2008

თბილისი, 13 ოქტომბერი /”ახალი ამბები - საქართველო”/. 11 ოქტომბრის ძირითადი მიწისძვრის შემდეგ ჩრდილო კავკასიაში უახლოს თვეში სუსტი მიწისქვეშა ბიძგებია მოსალოდნელი, - აცნობა ”რია ნოვოსტის” ორშაბათს სამხრეთის ფედერალური უნვერსიტეტის გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის კათედრის პროფესორმა იური ხოლოდკოვმა.

”არსებობს აფტერშოკის ცნება - მიწისძვრის შემდგომ, როცა დედამიწა უეცრად არ მშვიდდება და კერისა და მისი სიძლიერის შესაბამისად, სუსტი მიწისქვეშა ბიძგები ხდება. ისინი ჩრდილო კავკასიაში უახლოეს თვეშია მოსალოდენლი ”. - განაცხადა ხოლოდკოვმა.

მან აღნიშნა, რომ მოსალოდნელი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე ძირითად მიწისძვრაზე ბევრად სუსტი იქნება.

რიხტერის შკალით ხუთ ბალზე მეტი სიძლიერის მიწისძვრა ჩრდილო კავკასიაში 11 ოქტომბერს მოხდა. ეპიცენტრი  ჩეჩნეთის რესპუბლიკა იყო, სადაც 13 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. სახლები ნაწილობრივ დაინგრა ჩეჩნეთის პრაქტიკულად ყველა რაიონში. შედარებით ძლიერი ნგრევა  კურჩალოევსკის რაიონსა და გუდერმესში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგძნობოდა ასევე ჩრდილო ოსეთში, დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარესა და საქართველოშიც.

ხოლოდკოვის თქმით, ჩრდილო კავკასიისთვის  საკმაოდ დამახასიათებელია მიწისძვრები. ”კავკასია სეისმური რაიონია, სადაც შესაძლებელია მოხდეს 7-8 ბალი  (რიხტერის შკალით) სიძლიერის მიწისძვრები. ეს ხდება იმიტომ, რომ ამიერკავკასიის სამხრეთი ლითოსფერული ფენა ნელ-ნელა  ჩრდილო კავკასიისკენმიემართება,”- განუმარტა მან სააგენტოს. –0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება