09/08/2008 20:58
”ელვა”
შაბათს, 9 აგვისტოს საღამოს ქართულმა ჯარმა როკის გვირაბი ააფეთქა, რომლითაც საომარი მოქმედების ზონაში, ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან ცოცხალი ძალა და ტექნიკა მოედინებოდა. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში წყარომ განუცხადა.
სააგენტოს კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა, არც უარყო.
”ახალი ამბები - საქართველო”
|
|||||||||