00:21 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, ირინა ზურაბაშვილი/. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ მიმართა მთავრობას, შეიქმნას იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ნატოს, აშშ-სა და თურქეთს საქართველოს საკუთარი დაცვის ქვეშ აყვანის საშუალებას მისცემს. როგორც ბობოხიძემ დღევანდელ საგანგებო სხდომაზე განაცხადა, დადგა დრო, რომ საქართველოს პარტნიორებმა ფაქტობრივი დახმარება გაუწიონ ჩვენს ქვეყენას, რომელიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. დეპუტატის აზრით, ამ ქვეყნების და ნატოს პირდაპირი საომარი ჩარევა რუსეთის აგრესიის შეჩერებას შეძლებს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, ”სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ შეძლო იმის აღმოფხვრა, რისთვისაც რუსეთი ემზადებოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა”. --0--
|
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||