23:47 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, ირინა ზურაბაშვილი/. რუსული სამხედრო ავიაცია საქართველოს პარლამენტის დაბომბვას აპირებდა. ეს ინფორმაცია დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ შაბათს გამართულ პარლამენტის სხდომაზე მიაწოდა. ”პარლამენტის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი საათისთვის დაგეგმილი იყო პარლამენტის შენობის დაბომბვა. თუმცა, უკვე 2.40 საათია და ჩვენ მშვიდობიან ვითარებაში ვატარებთ სხდომას”, - განაცხადა ბაქრაძემ. ბაქრაძემ მოუწოდა, არ ენდონ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ მოახდინონ მათი ტყუილის ტირაჟირება. ”ეს არის ჩვენთვის არამეგობრული ქვეყნის მედია, რომელიც ჩვენ გვეომება. მათი ინფორმაცია ხალხში პანიკის დასათესათ არის მიმართული”, - განაცხადა სპიკერმა. --0-- |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||