23:59 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, ირინა ზურაბაშვილი/. საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის 15 დღიანი ვადით შემოღების შეასხებ განკარგულება ერთხმად დაამტკიცა. განკარგულების თანახმად, ცხადდება საერთო მობილიზაცია. განკარგულების ტექსტი გამოქვეყნებულია მედიაში. საგარეო საქმეთა მინისტრს დაევალა საქმის კურსში ჩააყენოს გაეროს გენერალური მდივანი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები, საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ. საქართველოს პარლამენტის დღევანდელი საგანგებო სხდომა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გახსნა. ბაქრაძემ ქართულ საზოგადოებას განუცხადა, რომ სიტუაცია მთლიანად კონტროლდება ქვეყნის ხელმძღვანელობის და ყველა შესაბამისი სტრუქტურის მიერ. --0-- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||