Rambler's Top100
RIA Novosti

საქართველო ჯერჯერობით არ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან

09/08/2008 12:18

თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი/. საქართველო ჯერჯერობით არ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინე ტყეშლაშვილმა 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”ჩვენ გაგვაჩნია კომუნიკაციები, თუმცა, არ შემიძლია იმის თქმა, რომ ბოლო კომუნიკაციები კონსტრუქციულობით გამოირჩეოდა. ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან”, - განაცხადა საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა. --0--