Rambler's Top100
RIA Novosti

სასწრაფოდ!! რუსეთმა ცხინვალში გადაისროლა 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია შეიარაღებით

09/08/2008 11:43

თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. პსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები ცხინვლაში გადაისროლეს. ამის შესახებ ”რია ნოვოსტი” რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანაშემწეზე პოლკოვნიკ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით განაცხადა.

”სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ჯარების დაჯგუფების გაძლიერების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, სამხრეთ ოსეთში გადასროლილია პსკოვის 76-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები” , - განაცხადა კონაშენკოვმა.

მისი თქმით, მედესანტეები ჩრდილოეთ კავკასიაში - ქალაქ ბესლანში რუსეთის სამხედრ-საჰაერო ძალების თვითმფრინავებით გადაისროლეს. ”ბესლანიდან მედესანტეებმა ცხინვალში მარშ-გადასროლა მოახდინეს”, - განაცხადა კონეშენკოვმა.

სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, ამჟამად ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში ბრძოლა მიმდინარეობს. --0--