00:44
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

საქართველო ერაყში სამშვიდობო მისიით მყოფ კონტინგენტს სრული შემადგენლობით გამოიწვევს - სააგენტო

11:25 | 09/ 08/ 2008

თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველო ერაყში სამშვიდობო მისიით მყოფ კონტინგენტს სრული შემადგენლობით გამოიწვევს, რომელიც 2000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, იუწყება სააგენტო ”როიტერი”.

”ბრიგადა სრული შემადგენლობით გაემგზავრება ერაყიდან. ჩვენ ველოდებით ამერიკულ მხარეს, რომელიც ჩვენს ტრანპორტირებას უზრუნველყოფს”, - აცხადებს სააგენტო, კონტინგენტის სარდალზე დაყრდნობით.

გუშინ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ საქართველო ერაყიდან კონტინგენტის ნაწილს - ათას სამხედრო მოსამსახურეს უკან იწვევს. --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება