Rambler's Top100
RIA Novosti

გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაცია შემოჭრაში დაადანაშაულა

09/08/2008 08:48

გაერო, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. გაეროში საქართველოს მუდმივმა წარომადგენელმა რუსეთი ფართომასშტაბიან შემოჭრაში დაადანაშაულა და უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ქართველი მშვიდობისმყოფელები რუს მშვიდობისმყოფელებს ესროდნენ.

”არაფერია სიმართლის იქით, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. რუსეთი ღიად იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს აგრესია მიმართულია იმაზე, რომ საქართველომ უარი განაცხადოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე”.

საქართველოს წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაიწყოს მოლაპარაკება. --0--