23:12
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

რუსეთის ფედერაციამ არ უნდა დაუშვას კონფლიქტის ესკალაცია სამხრეთ ოსეთში - სენატორი ბაიდენი

02:12 | 09/ 08/ 2008

თბილისი, 9 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელი, რომ არ უნდა დაუშვას კონფლიქტის ესკალაცია სამხრეთ ოსეთში , - განაცხადა პარასკევს საღამოს დემოკრატმა-სენატორმა ჯოზეფ ბაიდენმა.

ვაშინგტონში გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ”საქართველო აშშ-ის უახლოესი პარტნიორია” და ”კრიზისის მოგვარება აუცილებელია სწრაფად და მშვიდობიანად, დიპლომატიის გზით და არა ძალადობით”.

მისი თქმით, ”აშშ-მ დაუყონებლივ და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ურთიერთქმედება საქართველოსთან და რუსეთთან უმაღლეს სამთავრობო დონეზე და დაჟინებით მოითხოვოს, რომ ორივე მხარის შეიარაღებული ძალები შეჩერდნენ”.

”გაეროს უშიშროების საბჭომ ასევე უნდა განიხილოს ეს საკითხი და მხარეებს შორის მოლაპარაკების გამართვა უზრუნველყოს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ადამიანების სიცოცხლის შემდგომი დანაკარგები ”, - განაცხადა ბაიდენმა. --0--
 



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება