23:39
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

გაეროს შტაბ-ბინაში უკვე მეორედ დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება

22:15 | 08/ 08/ 2008

გაერო, 8 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. გაეროს შტაბ-ბინაში უკვე მეორედ დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება. ამჟამად ის ქართული მხარის თხოვნით იკრიბება - განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ.

”ჩვენს მიერ მიღებულია ინფორმაცია, რომ ქართული მხარის თხოვნით, ნიუ-იორკის დროით 15.00 საათზე (23.00) გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს საკითხზე”, - განაცხადა ზახაროვამ.

რამდენიმე საათის წინ უშიშროიების საბჭო რუსეთის თხოვნით შეიკრიბა. გაეროს უშიშროების საბჭომ სამხრეთ ოსეთში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, თუმცა, რუსეთის მხარის განცხადებას, კონფლიქტურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მხარი არ დაუჭირა. --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება