08/08/2008 22:15
გაერო, 8 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. გაეროს შტაბ-ბინაში უკვე მეორედ დღე-ღამის განმავლობაში საქართველოს საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება. ამჟამად ის ქართული მხარის თხოვნით იკრიბება - განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ.
”ჩვენს მიერ მიღებულია ინფორმაცია, რომ ქართული მხარის თხოვნით, ნიუ-იორკის დროით 15.00 საათზე (23.00) გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს საკითხზე”, - განაცხადა ზახაროვამ.
რამდენიმე საათის წინ უშიშროიების საბჭო რუსეთის თხოვნით შეიკრიბა. გაეროს უშიშროების საბჭომ სამხრეთ ოსეთში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, თუმცა, რუსეთის მხარის განცხადებას, კონფლიქტურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მხარი არ დაუჭირა. --0--
|
|||||||||