01:03 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 12 დეკემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ინა კუკუჯანოვა/. საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადირების საკითხი 6 იანვრამდე გადაწყდება. ხოლო უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, მისცემს თუ არა გერმანია მას პოლიტიკურ თავშესაფარს. ამის შესახებ ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ 12 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ”პოლიტიკური თავშსაფარის საკითხზე მომუშავე ფედერალურ სამსახურში წარდგენილი დოკუმენტები ამტკიცებენ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ დევნას. გერმანელ ადვოკატთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გირაოს ფაქტმა და მის აღიარებითმა ჩვენებამ”, - განაცხადა ბესელიამ. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ წარმოდგენილი მოტივაციის საფუძველზე გერმანიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი უნდა წარუდგინოს. ”პოლიტიკური თავშესაფარის შესახებ საკითხი უახლოეს ორ-სამ დღეში გადაწყდება. თუ მას უარს განუცხადებენ, ჩვენ ფედერალური სამსახურის გადაწყვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებთ”, - განაცხადა ადვოკატმა. ამასთან, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის თანახმად არ შეიძლება ექსტრადირება იმ პირობებში, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს. --0-- |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||