23:38
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

ცესკომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს ნომრები მიანიჭა, რომლის მიხედვით ისინი საარჩევნო ბიულეტენებში გადანაწილდებიან

18:57 | 11/ 12/ 2007

თბილისი, 11 დეკემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", ინა კუკუჯანოვა/. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს ნომრები მიანიჭა, რომლის მიხედვით ისინი 5 იანვარს საარჩევნო ბიულეტენებში გადანაწილდებიან. ნომრების მინიჭება 11 დეკემბერს საქართველოს ცესკოში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს ცესკომ ბიულეტენში მეხუთე ნომერი მიანიჭა. მანამდე ამ ნომრით საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფიგურირებდა.

ბიულეტენში პირველი ნომერი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს მიენიჭა, მორე ნომერი - არკადი პატარკაციშვილს, მესამე - ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერს დავით გამყრელიძეს.

მეოთხე ნომრად ბიულეტენში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილია მითითებული, ”მომავლის პარტიის” ლიდერი გია მაისაშვილი კი მეექვსე ნომრად იყრის კენჭს, ხოლო მეშვიდე ნომრად - მოძრაობა ”იმედი” ლიდერი ირინა სარიშვილი. --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება