00:08 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 10 დეკემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ინა კუკუჯანოვა/. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ლოზუნგია - ”საქართველო სიღარიბის გარეშე”. ”ეს ძირითადი მესიჯია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას უგზავნის”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ცენტრალური საარჩევნო შტაბის სპიკერმა დავით გამყრელიძემ 10 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ”მიხეილ სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოსთვის საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც არ იქნება სიღარიბე. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყველაფერს რასაც ჩვენ გპირდებით და გპირდებათ ჩვენი კანდიდატი, ყველაფერი შესრულდება”, - განაცხადა ბაქრაძემ. მან გაიხსენა სააკაშვილის ყველა ლოზუნგი, რომლითაც ის პირველი ვადით იყრიდა კენჭს, მათ შორის ”საქართველო კორუფციის გარეშე”, ”საქართველო კანონიერი ქურდების გარეშე”. ბაქრაძის განცხადებით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ცოტა ადამიანი თუ დაიჯერებდა, რომ ეს დაპირებები შესრულდებოდა. ”დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ჩამოთვლილი პუნქტი ოთხი წლის განმავლობაში შესრულდა ან მათ გადასაჭრელად ძალიან დიდი და დამაჯერებელი ნაბიჯები გადაიდგა. ზუსტად ასე მიხეილ სააკაშვილი ჰპირდება საქართველოს მოსახლეობას, რომ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადაში აღარ იარსებებს სიღარიბე”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. --0-- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||