00:09 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 30 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ნანა მამაგულიშვილი/. გუშინ, 29 ნოემბერს მადრიდში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ტელეკომპანია ”იმედის” საკითხი განიხილებოდა. ამის შესახებ გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ”ყველა შხვედრაზე განიხილებოდა ეს საკითხი. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე მუშაობს, რომ News Corp-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ლადო გურგენიძესთან”, - განაცხადა ბეჟუაშვილმა. ”ტელეკომპანია ”იმედის” წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ეს საკითხი ისე არ უნდა განიხილებოდეს, როგგორც ეს აგრესიულ ძალებს აწყობს, არამედ, უნდა გამოიძებნოს კომპრომისი - ეს ნიშნავს ორივე მხარის პასუხისმგებლობას, პირველ რიგში მასმედიის პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში. პრესამ პასუხი უნდა აგოს, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ”, - განაცხადა ბეჟუაშვილმა. ”საქართველოს მასმედია თავის მუშაობაში თავისუფალი უნდა იყოს, თუმცა, მან საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს. ასევეა ”იმედის” შემთხვევაშიც - News corp-მა პასუხისმგებლობა უნდა იკისროს, რომ პროცესები დემოკრატიული გზით განვითარდება”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. --0-- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||