23:37 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
მადრიდი, 29 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ნანა მამაგულიშვილი/. საფრანგეთის მთავრობა მზად არის 2008 წლის 5 იანვრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დამკვირვებელთა რაოდენობა გაზარდოს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა მადრიდში, მინისტერიალის ფარგლებში გამართულ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ”თუ გამოითქმება თბილისის შესაბამისი სურვილი, საფრანგეთის მთავრობა მზად არის საქართველოში ეუთოს ეგიდით გათვალსიწინებულ დამკვირვებლებზე მეტი რაოდენობა მოავლინოს”, - განაცხადა ბერნარ კუშნერმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა განცხადებისგან, თუ რა რაოდენობის დამკვირვებლებზეა საუბარი. --0-- |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||