00:02 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 29 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მოისმინა გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლის განცხადების ჩანაწერი ბერლინში ოქრუაშვილის დაკავების შესახებ, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ძებნაში იყო გამოცხადებული. ”პრაღიდან მასმედიას წარმომადგენლებმა მომცეს შესაძლებლობა, მომესმინა გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლის განცხადების ჩანაწერი, რომელშიც დასტურდება ოქრუაშვილის დაკავების ფაქტი, რომელიც ქართული მხარის მოთხოვნით განხორციელდა”, - განუცხადა ბესელიამ 28 ნოემბერს ჟურნალისტებს. ეკა ბესელიამ იმედი გამოთქვა, რომ მისი სიტყვები მასმედიის საშუალებით გადაეცემა გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს. ”ვიმედოვნებ, რომ ჩემი განცხადება მიაღწევს გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებამდე და ისინი გაიგებენ, რომ დაკავება, დაპატიმრება, ქვეყნიდან გაშვება დეა ხელახალი დაკავება მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით არის გამოწვეული. ჩვენ გვაქვს მთელი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია, რომ მას საერთო არ აქვს კრიმინალურ ბრალდებებთან”, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ ”ბოლო დღეებში საქართველოს სპეცსამსაურების წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ გერმანიის ტერიტორიაზე”. ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტი ასევე დაადასტურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში გაფორმდება ყველა აუცილებელი დოკუმენტი მისი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით. --0-- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||