28/11/2007 17:15
თბილისი, 28 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ინა კუკუჯანოვა/. 28 ნოემბერს გამართულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომელიც 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს განახორციელებს.
რეგისტრაცია მიიღეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ახალგაზრდულმა კავშირმა ”ინიციატივა”, ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივამ” და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა. --0--
|
|||||||||