23:49 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
თბილისი, 28 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, მელსიდა აკოფიანი/. ტელეკომპანია ”იმედის” პოლიტიკური პროგრამების დირექტორმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლების მცდელობებს ”იმედში” რაიმე ფინანსური ან იურიდიული დარღვევები გამოავლინონ, ქართული ტელე-სივრცის რეალობის გათვალისწინებით ”სასაცილო” უწოდა. ”ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აუცილებელი იყო და კანონით მოითხოვებოდა, დღემდე ხელმისაწვდომი იყო შესაბამისი ორგანოებისთვის და მომავალშიც ხელმისაწვდომი იქნება. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობები, ”იმედში” რაიმე დარღვევების აღმოჩენის შესახებ, ქართული ტელე-სივრცის რეალობის გათვალისწინებით - სასაცილოა”, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის დღევანდელი განცხადების კომენტარისას. საქართველოს ხელისუფლებამ ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობის აღსადგენად რიგი პირობები წამოაყენა და ყოველი მათგანი დასაბუთებული და ლოგიკურია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ჟურნალისტებს 28 ნოემბერს განუცხადა, როდესაც მათ თბილისში მყოფ მედია-ჰოლდინგ News Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტთან მარტინ პომპადურთან შეხვედრის შედეგებზე ესაუბრებოდა. --0-- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||