Rambler's Top100
RIA Novosti

ქვეყნის ყველა რეგიონში ახალგაზრდობისთვის ”ნატოს კურსების” ცენტრები გაიხსნება

28/11/2007 10:21

თბილისი, 28 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”/. საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლე და სტუდენტი ინფორმირებული იქნება ნატოს საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით ქვეყნის რიგ უმაღლეს სასწავლებელში და საგანმანათლებლო სკოლებში გაიხსნება ”ნატოს კურსების” ცენტრები. ამის შესახებ სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს არასამთავრობო ორგანიზაციაში ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” განუცხადეს.

ცენტრებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ნატოს შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების პატრონაჟით, განთავსდება მინი-ბიბლიოთეკები.

ცენტრების ”ნატოს კურსების” გახსნა 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება. ”ახალი თაობა - ასალი ინიციატივის ღონისძიებები ხორციელდება აშშ-ის, ბულგარეთის საელჩოების, საქართველოსა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროების, ასევე განათლების სამინისტროს შეფასებისა და სასწავლო დაგეგმარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. --0--