00:52
рус | geo
 
31/07/2010
Rambler's Top100

საქართველოს ნატოში შესვლა - ეს ქვეყნის მოსახლეობის სურვილია და პლებისციტი ამას დაადასტურებს - ბეჟუაშვილი

15:44 | 27/ 11/ 2007

თბილისი, 27 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია - ეს ქვეყნის მოსახლეობის სურვილია და 5 იანვრის პლებისციტი ამას დაადასტურებს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

”საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ნატოში შესვლას, ეს ცნობილია, თუმცა, იმისათვის, რომ ეს ოფიციალურ დონეზე დავადასტუროთ, საკითხი პლებისციტზეა გატანილი”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს ნატოში შესვლის შესახებ პლებისციტი 2008 წლის 5 იანვარს, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

გელა ბეჟუაშვლის განცხადებით, ”პლებისციტის შედეგები ნატოს დაანახებენ, რომ საქართველოს შესვლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში - არა მხოლოდ პრეზიდენტისა და მთავრობის სურვილია, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის”.

”საქართველოს დემოკრატიულ ორგანიზაციაში ინტეგრაცია სურს, რომლის საფუძველიც უზენაესი კანონის, ადამიანის უფლებათა და პოლიტიკური უსაფრთხოების ფასეულობებია”, - აღნიშნა ბეჟუაშვილმა. --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება