Rambler's Top100
RIA Novosti

საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნება - აბდულაჰ გიული

21/11/2007 18:15

თბილისი, 21 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, მელსიდა აკოფიანი/. თურქეთის პრეზიდენტი აბდულაჰ გიული მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნება. ამის შესახებ აბდულაჰ გიულიმ 21 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

”მას შემდეგ, რაც საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ სერიოზულად გაუშვა ფესვები, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით საქართველოს რაიმე პრობლემები ან დაბრკოლებები არ შეექმნება”, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან აბდულაჰ გიულიმ აღნიშნა, რომ ”თურქეთი მხარს უჭერს ასევე ევროსტრუქტურებში კავკასიის ქვეყნების ინტეგრაციას, თუმცა, არსებობს განსაზღვრული პირობები, რომლის შესრულების შემდეგ ეს ქვეყნები ინტეგრაციას მიაღწევენ”.

კითხვაზე, თუ რითი იყო განპირობებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ”დე ფაქტო” პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თურქეთში ვიზიტზე უარის თქმა, - პასუხად გიულიმ განაცხადა, რომ ”ეს მთავრობის გადაწყვეტილება იყო” და ის ვერაფერს ვერ დაუმატებს.

”მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. --0--