23:26 |
рус | geo | |
| 30/07/2010 | ||
თბილისი, 20 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ელენე ფარცვანია/. საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი რადიო ”იმედს” დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ მან 20 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატში გამართული შეხვედრის დასრულებისთანავე ჟურნალისტებს განუცხადა. ”მე დღესვე მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დავრეკავ ევროკავშირში, რომლის დახმარებითაც იქნა აღდგენილი ბათუმის ტელეკომპანია ”TV-25”-ის ლიცენზია ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია ”მზის” ეთერში. რადიოკომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, მათთვის არავის აუხსნია მუშაობის აღდგენის აკრძალვის მიზეზები. ”ჩვენ არანაირი საბუთი არ მიგვიღია, არც შსს-დან, არც პროკურატურიდან. არ არსებობს რადიო ”იმედის” მაუწყებლობის შეჩერების ამხსნელი არანაირი იურიდიული აქტი, არ გვესმის რატომ არ გვაძლევენ ოფისში შესვლისა და მუშაობის განახლების უფლებას”, - განაცხადა რადიო ”იმედის” დირექტორმა ნონა ყანდიაშვილმა. 7 ნეომბერს საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც შეკრებებისა და მასემდიის მუშაობის შეზღუდვას ითვალიწინებდა. 16 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, თუმცა, ტელერადიოკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა ვერ განაახლა. --0-- |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||