23:49
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

საქართველოს პარლამენტის სხდომა ”ირაკლი ოქრუაშვილის გამო” ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო

13:10 | 06/ 11/ 2007

თბილისი, 6 ნოემბერი /”ახალი ამბები - საქართველო”, ირინა ზურაბაშვილი/. საქართველოს პარლამენტის სხდომა ”ირაკლი ოქრუაშვილის გამო” ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის წინადადებით, დეპუტატები დილიდან თვალყურს ადევნებდნენ გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკოლოზ გვარამიას საგანგებო ბრიფინგს, რომელიც თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშილის მიერ გუშინ ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს მიეძღვნა, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი.

გუშინ მიუნხენში მყოფმა პრეზიდენტის ყოფილმა თანამოაზრემ ირაკლი ოქრუაშვილმა, ტელეკომპოაია ”იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ადასტურებს მის მიერ, მის დაკავებმადე ქვეყნის ხელისუფლებისადმი წაყენებულ ბრალდებებს, რომელიც მან პატიმრობისასა, ზეწოლის ქვეშ უარყო. ის ასევე ამტკიცებდა, რომ გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ის აიძლეს ქვეყანა დაეტოვებინა.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ნიკოლოზ გვარამიამ 6 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი ოქრუაშვილი მისი განცხადების ყველა პუნქტით დაადანაშაულა.

ბრიფინგის დასრულებისთანავე საქართველოს პარლამენტი მუშაობას შეუდგა. 6 ნოემბერს, დღის წესრიგის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებები უნდა დაამტკიცოს. --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება