23:50
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

საქართველოში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დაგვიანებით აღების გამო დაახლოებით 42 ათასი მოქალაქე დააჯარიმეს

19:30 | 03/ 09/ 2007

თბილისი, 3 სექტემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", თინათინ ჟვანია/. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, 2007 წლის პირველი შვიდის თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის დაგვიანებით აღებისათვის 41 959 მოქალაქე დაჯარიმდა, - განუცხადეს სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს”კორესპონდენტს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

ამასთან იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს პირადობის მოწმობის მიღების მიზნით დაგვიანებით ყველზე მეტმა მოქალაქემ თებერვალსა და მარტში მიმართა. მოქალაქეების გააქტიურება ერთიანი ეროვნულ გამოცდებში მონაწილეთა რეგისტრაციას უკავშირდებოდა.

კანონით, მოქალაქე ვალდებულია პირადობის მოწმობა 16 წლის შესრულებიდან 6 თვის განმავლობაში აიღოს. ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში იგი 5 ლარით დაჯარიმდება.

2007 წლის შვიდი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობა სულ 235 579-მა მოქალაქემ მიიღო. პირადობის მოწმობის აღება განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოა. --0--



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება