19:32 |
рус | geo | |
| 10/09/2010 | ||
თბილისი, 8 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”/. საქართველო საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფს ქმნის, 6 აგვისტოს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევისა და ტერიტორიის დაბომბვის ფაქტის შესასწავლად. ”ჩვენ საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფს ვქმნით და მასში ყველა პარტნიორ ქვეყანას ვიწვევთ”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 8 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს აქტიური მონაწილოება მიიღონ ექსპერტთა ჯგუფის მუშაობაში. მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფს ქართული მხარის მიერ მოპოვებული სრული დამამტკიცებელი ბაზა გადაეცემა. ”საქართველო ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევისა და ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვის უტყუარ მტკიცებულებებს ფლობს”, - განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა. მისი განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის რადარების მონაცემები თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მონაცემებს დაემთხვა. მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის რუსულ მხარესთან კონსულტაციები გამართოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ინციდენტისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. ”ჩვენ მზად ვართ, რუსულ მხარესთან დაუყონებლივ დავიწყოთ კონსულტაციები როგორც ამ საკითხზე, ისე სხვა თემებზე. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, რათა ამგვარი ინციდენტები მომავალში აღარ გამეორდეს”, - განაცხადა ბეჟუაშვილმა. --0-- ссылки по теме
|
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||