21:01 |
рус | geo | |
| 6/09/2010 | ||
თბილისი, 8 აგვისტო /”ახალი ამბები - საქართველო”, თინათინ ჟვანია/. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის რუსულ მხარესთან კონსულტაციები გამართოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ინციდენტისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 8 აგვისტოს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ”ჩვენ მზად ვართ, რუსულ მხარესთან დაუყონებლივ დავიწყოთ კონსულტაციები როგორც ამ საკითხზე, ისე სხვა თემებზე. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, რათა ამგვარი ინციდენტები მომავალში აღარ გამეორდეს”, - განაცხადა ბეჟუაშვილმა. ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, დღის განმავლობაში გაიმართა მისი სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან. ”ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება და რუსულ მხარეს ინტენსიური კონსულტაციების გამართვისკენ მოვუწოდეთ”, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. --0-- |
|
|||||||||||||||
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||