00:26 |
рус | geo | |
| 31/07/2010 | ||
თბილისი, 13 ივნისი /”ახალი ამბები - საქართველო”, ნანა მამაგულიშვილი/. 14 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარიზში ჩავა, სადაც ქართველი ინვალიდი ბავშვების მხარდასაჭერ კონცერტს დაესწრება. ქართველ ინვალიდ ბავშვების მხარდასაჭერ კონცერტს საფრანგეთში საქართველოს საელჩო მართავს. მასში მონაწილეობას მიიღებენ პიანისტი ელისო ვირსალაძე და მევიოლინე გიორგი ხარაძე. როგორც სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ განუცხადა, ქართული დიპლომატიური მისია აქტიურად მუშაობს კულტურული მიმართულებით. მისი განცხადებით, 25 ივნისს ნიცაში გაიხსნება ექსპოზიცია ”კოლხეთის ოქრო”, რომელიც ფრანგებს ძველ ქართულ კულტურას გააცნობს. სექტემბერში პარიზში კიდევ ერთი ქართული ექსპოზიცია - ”ოქროს საწმისის ოქრო” გაიმართება. —0-- |
|
|
|
||
|
მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
|
||