23/05/2007 10:33
თბილისი, 23 მაისი /”ახალი ამბები - საქართველო”/. 23 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონას მოინახულებს.
როგორც სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, სოფელ ქურთაში ვანო მერაბიშვილი ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს შეხვდება და რეგიონში მშენებარე ობიექტებს მოინახულებს.
|
|||||||||