10/02/2009 12:57
თბილისი, 10 თებერვალი /”ახალი ამბები - საქართველო”/. 10 თებერვალს, დილით საქართველოში ეუთოს ორი დამკვირვებელი გორის რაიონის სოფელ აძვიდან გაიტაცეს. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” საქართველოს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დამკვირვებლები შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა გაიტაცა, რომლებიც რუსული მხარის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ცხინვალის ტერიტორიიდან შევიდნენ.
ეუთოს მისიაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. -0-
|
|||||||||