Rambler's Top100
RIA Novosti

ჰონგ-კონგი მსოფლიოს ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად მეთხუთმეტედ აღიარეს

13/01/2009 10:44

თბილისი, 13 იანვარი /”ახალი ამბები - საქართველო”/. ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი ჰონგ-კონგი ზედიზედ მეთხუთმეტედ მსოფლიოს ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად აღიარეს, იუწყება სამშაბათს ადგილობრივი მასმედია ყოველწლიური მიმოხილვის ”ეკონომიკური თავისუფლებების ინდექსის” მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც ამერიკულმა მემკვიდრეობის ფონდმა ((Heritage Foundation) Wall Street Journal-თან ერთად გამოაქვეყნა.

ექსპერტები 179 ქვეყანას ათი პარამეტრით აფასებდნენ, მათ შორის იყო ვაჭრობის თავისუფლება, ბიზნესის, შრომის წარმოება, მთავრობის ზეწოლისგან თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება, საკუთრების უფლება, კორუფციისგან თავისუფლება და სხვა.

ჰონგ-კონგის შემდეგ ლიდერთა ათეულში შევიდნენ სინგაპური, ავსტრალია, ირლანდია, ახალი ზელანდია, აშშ, კანადა, დანია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი.

რუსეთმა ამ სიაში 146-ე ადგილი დაიკავა და წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ერთი პუნქტით აიწია ზევით, რითიც ”დათრგუნული” ეკონომიკის ქვეყნების კატეგორიიდან ”ძირითადად არათავისუფალი” ეკონომიკის კატეგორიაში გადავიდა.

რეიტინგს ასრულებენ ზიმბაბვე და ჩრდილოეთ კორეა, რომელთა ეკონომიკებიც შეფასდა, როგორც ”დათრგუნული”. -0-