23:49
рус | geo
 
30/07/2010
Rambler's Top100

აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს

13:10 | 22/ 05/ 2007

კახეთის რეგიონის სოფელ ვაჩნაძიანში დღემდე უცნობი უნიკალური სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში 22 მაისს განუცხადეს.

სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დასახლებული პუნქტიდან ოთხ კილომეტრში, უღრან ტყეში აღმოაჩინეს საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი, უნიკალური, დიდი ბაზილიკური ტაძრისა და მორთული სატრაპეზოსგან შედგება.

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ძეგლის მოსანახულებლად მეცნიერთა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად  22 მაისს გაემგავრება.

კულტურის სამინისტროს გიორგი ჩუბნაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, ძეგლი IX საუკუნეშია აგებული და ის წმინდა ილარიონ ქართველის სააღმშენებლო მოღვაწეობას უკავშირდება.

სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ კულტურის სამინისტროს დაფინანსებით უკვე წელს 2007 წლის "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყება ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები.ბში ასახული რეაბილიტირებული ძეგლები:



Рейтинг@Mail.ru   Rambler's Top100          

მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ მითითება
ქსელური გამოცემებისთვის აუცილებელია „ახალი ამბები - საქართველოს“ საიტის და ციტირებული მასალის ვებ-გვერდების მისამართების მითითება